საქართველოში ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კოტრდება. კერძოდ, საუბარია, "მისო მო მანი კრედიტზე". როგორც 30 აპრილის საქალაქო სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, ორგანიზაციის ლიკვიდატორმა სასამართლოს 12 აპრილს მიმართა და "მისო მო მანი კრედიტის" გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და საზოგადოების გაკოტრება მოითხოვა.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნას წარმოებაში. მეურვედ კი აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 4 იანვრის განკარგულებით რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.