განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ერთი კვირის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 7 სკოლა და 90 ცალკეული კლასი გადავიდა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს.
„კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიდა გავრცელება, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე", - აცხადებენ სამინისტროში