"ერთი ქალბატონი იყო კონტაქტური და მხოლოდ იმას ამბობდა მტკივა, ნელაო" - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან და ინტერვიუ თვითმხილველთან, რომელიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა - Palitra News

"ერთი ქალბატონი იყო კონტაქტური და მხოლოდ იმას ამბობდა მტკივა, ნელაო" - ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან და ინტერვიუ თვითმხილველთან, რომელიც სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა

2020-08-23 23:37:33+04:00

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რასც მსხვერპლი მოჰყვა. Ambebi.ge-ს თვითმხილველი ესაუბრა, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და სამაშველო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

"შემთხვევის ადგილზე, ხევში რომ ჩავედი საშინელი სურათი დამხვდა. მიკროავტობუსი დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და მგზავრებიდან 17 ქალია, 3 მამაკაცი. ოციდან ერთი კანადის მოქალაქე ყოფილა, რომელიც ზუსტად არ ვიცით, საიდან მოვიდა, მათ დაემგზავრა თუ რა მოხდა.მერსედესის "სპრინტერის" მიკროავტობუსი სისწრაფით მიდენილა, შემდეგ მუშების გაჩერებულ და ცარიელ მანქანას დასჯახებია და ისიც გადაუგდია ხევსი. ამ 20-დან 4 ცოცხალი ამოვიყვანეთ და ერთი მალევე გარდაიცვალა. მთლიანობასი 20 მგზავრიდან სამია გადარჩენილი. ერთი ქალბატონი იყო კონტაქტური და მხოლოდ იმას ამბობდა მტკივა, ნელაო. მგზავრებს შორის მცირეწლოვნები არ ყოფილან. ყველანი 30 წალმდე ასაკისანი არიან. ბისოსთან ეს მოსახვევი სახიფათოა და იქ სრაფად სიარული დაუშვებელია. ახლა მაშველები მუშაობენ ადგილზე, მუშების მანქანა ხეებშია გაჩხერილი და ის ამოყავთ თოკებით", - უყვება Ambebi.ge-ს თვითმხილველი.