ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი: არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება - Palitra News

ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი: არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება

2018-08-09 12:24:58+04:00

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში მომხდარი შემთხვევა სასიყვარულო ისტორიას უკავშირდება. ამის შესახებ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლები საუბრობენ. ამასთან, გავრცელებული ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანის მკვლელობასა და მეორის დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში სროლის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა.

იხილეთ:

სროლა ვარკეთილში: 45 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილია, ერთი კი დაიჭრა