ინაუგურაციის დადგომამდე, ერთი დღით ადრე, დიდი თოვლი მოვიდა. ვაშინგტონის ქუჩებში მხოლოდ რამდენიმე მანქანა მოძრაობდა. პრეზიდენტობიდან გადამდგარი დვაით ეიზენჰაუერი იმ დროისათვის 70 წლის იყო. ჯონ კენედი კი მხოლოდ - 43-ის. ის მე-20 საუკუნეში დაიბადებული პირველი ამერიკელი პრეზიდენტი იყო. ჯონ კენედის ოჯახი მასაჩუსეტის შტატიდან იყო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ძლიერ პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენდა. მიუხედავა ამისა, იგი სრულიად განსხვავებულ, ახალ სახეს წარმოადგენდა ამერიკის პოლიტიკაში.