ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, რომ აიცრან. მისი თქმით, კიდევ ერთ დაკეტვას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ ვაქცინაცია ჩატარდეს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 6 616 ინფიცირებული გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 7.19% შეადგინა.