მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, ბახალას პროცესის პარალელურად მისი ახლობლები და მეგობრები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. ისინი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და მიიჩნევენ, რომ მსახიობს ნარკოტიკები ჩაუდეს. აქციის მონაწილეები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ.მსახიობის მეგობრების მტკიცებით, გიორგანაშვილს კანონთან პრობლემები არ ჰქონია და სახელმწიფო ბრალდებას მის წინააღმდეგ, ორი პოლიციელის ჩვენების გარდა, არავითარი მტკიცებულება არ აქვს.