მსოფლიოში ერთადერთი აეროპორტი რომლის თვითმფრინავები სანაპიროზე ჯდება შოტლანდიაში, ბარას კუნძულზე მდებარეობს. ის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც აეროპორტადაა დასახელებული. ამ აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავის მგზავრები ფეხს სველ ქვიშაზე დგამენ. მოქცევის დროს აეროპორტის ასაფრენი ბილიკები წყლის ქვეშ ექცევა. ამიტომ, როგორც წესი, ფრენები ამინდის ცვალებადობის მიხედვით არის დაგეგმილი.
ქვიშაზე არსებული ასაფრენი ბილიკი იმას გულისხმობს, რომ ამ აეროპორტში მხოლოდ მცირე ზომის პროპელერის მქონე თვითმფრინავებს შეუძლიათ დაშვება.