პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტებმა აქცია განაახლეს. მათ ოპოციციური პარტიების წევრებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტისკენ გადმოინაცვლეს. მოქალაქეები, პოლიტიკოსები და აქციის ორგანიზატორები ერთი იდეის ირგვლის არიან გაერთიანებულები,რომ ბიძინა ივანიშვილის მართველობა უნდა დასრულდეს და ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. აქციის მონაწილეები ღამეს ისევ კარვებში გაათენებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ ისინი იქამდე არ დაიშლებიან სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.