ამსტერდამში უეფას ერთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა და ჩვენი გუნდის მეტოქეები გაირკვა.
C ლიგის მეორე ჯგუფში ჩვენს გუნდთან ერთად ესტონეთი, ჩრდილოეთი მაკედონია და სომხეთი მოხვდნენ.
ტურნირის ფორმატი არ შეცვლილა, ჯგუფური ეტაპი 3-5 სექტემბერს დაიწყება და 15-17 ნოემბერს დასრულდება, ფინალური ეტაპი 2021 წლის 2-6 ივნისს გაიმართება, ხოლო პლეი-ოფის მატჩები - 2022 წლის 24-29 მარტს.