ერთა ლიგის A1 ჯგუფში მე-4 ტურის მატჩს მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები აუტსაიდერის რანგში შეხვდა, დეშამის გუნდმა "სტად დე ფრანსზე" ხორვატიას უმასპინძლა, რომელიც უმალ, მე-5 წუთზე ლუკა მოდრიჩის პენალტით დაწინაურდა.
მუნდიალის ფინალის მორიგ რემატჩში მეტი გოლი არ გასულა. ასე რომ, საფრანგეთის ნაკრები, როგორც ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, B ლიგაში გავარდნის რეალური საფრთხის წინაშეა - გუნდი 2 ქულით ბოლო ადგილზეა და 22 სექტემბერს ავსტრიას მასპინძლობს.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრებს 23-მატჩიანი სერია დაუსრულდა, რომლის განმავლობაში გუნდი მატჩში თუნდაც ერთ გოლს იტანდა.