საქართველოს სარეზერვო აქტივები შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 მარტის მდგომარეობით სავალუტო რეზერვებმა 3 მილიარდ 203 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი 38 მილიონი დოლარით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით. 29 თებერვლის მონაცემებით რეზერვები 2 მილიარდ 241 მილიონ დოლარს შეადგენდა.
შემცირებულია მთლიანი რეზერვებიც. კერძოდ, კლებამ ერთ თვეში 38 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკით, 31 მარტის მდგომარეობით რეზერვები 3 მილიარდ 399 მილიონი დოლარია.