საქართველოს სარეზერვო აქტივები გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 31 დეკემბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვებმა 3 მილიარდ 294 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 165 მილიონ 500 ათასი დოლარით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 205 მილიონ 600 ათასი დოლარით მეტია.
გაზრდილია მთლიანი რეზერვებიც, აქ ზრდამ ერთ თვეში 166 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკით, 31 დეკემბრის მდგომარეობით რეზერვები 3 მილიარდ 493 მილიონი დოლარია.
ცნობისთვის, გაუფასურებული კურსის შედეგად ინფლაციაზე ზეწოლის გამო, სებ-მა გასული წლის აგვისტო-ნოემბერში სავალუტო აუქციონზე დოლარი სამჯერ გამოიტანა. აგვისტოში 32 მილიონ 800 ათასი დოლარი, სექტემბერში - 40 მილიონი დოლარი, ნოემბერში კი 20 მილიონი დოლარი გაყიდა. პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7,5%-დან 9%-მდე გაზარდა.