06:48
10 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ერთ თვეში რძე, ყველი და კვერცხი 2.7%-ით, პური და პურპროდუქტები 1.3%-ით თამბაქოს ნაწარმი კი 3.4%-ით გაძვირდა - "საქსტატი"
03-12-2019

2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ნოემბერში გასული წლის ნოემბერთან შედარებით 4.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა.

ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ფასები ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 9.3 პროცენტით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე - 2.7 პროცენტით, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე - 2.1 პროცენტით, პურსა და პურპროდუქტებზე - 1.3 პროცენტით, ხოლო თევზეულზე - 1 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე - 5.8 პროცენტით.

საანგარიშო პერიოდში ფასები 3.4 პროცენტით გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე. "საქსტატის" ცნობით, ფასები 3.1 პროცენტით გაიზარდა ტურისტული მოგზაურობის ქვეჯგუფზეც. ამასთან, ფასები ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე - 5.6 პროცენტით, ხოლო ტანსაცმელზე - 0.5 პროცენტით არის მომატებული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები