2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 ათას 935 კაცით განისაზღვრა და წინა წელთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 5.9 პროცენტით არის ასევე გაზრდილი იმიგრანტების რიცხოვნობა და მან 88 ათას 152 კაცი შეადგინა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ემიგრანტების 86.6 პროცენტი და იმიგრანტების 84.5 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენდა.