ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მილიარდ 794 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეს არის ყველაზე დიდი ზრდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შეადგენს 7 მილიარდ 535 მილიონ დოლარს. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 5 მილიარდ 741 მილიონი დოლარი იყო.
არსებული 7 მილიარდ 535 მილიონი დოლარიდან 7 მილიარდ 162 მილიონი სამთავრობო ვალია, 373 მილიონი დოლარი კი ეროვნული ბანკის.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს გაიზარდა ეროვნული ბანკის ვალიც. კერძოდ, დეკემბერში სებ-ის ვალი შეადგენდა 373 მილიონ დოლარს, 2019 წლის დეკემბერში კი 248 მილიონ 900 ათას დოლარს.