შს მინისტრ გიორგი გახარიას ერთ-ერთი ტელევიზიის პავილიონთან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ხმაურითა და სტვენით დახვდნენ. მათი განცხადებით, გახარიამ ვერ გაბედა საზოგადოებასთან საუბარი, რადგან მას ამის ეშინია. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა პავილიონი უკანა შენობიდან დატოვა. აქციის მონაწილეებმა მინისტრი გადაცემაში ხმაურითა და შეძახილებით "გახარია წადი" შეაცილეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გახარიამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეს მომხდარ ფაქტზე და უნდა დატოვოს თანამდებობა. მათი თქმით, მოქალაქე გიორგი გახარიას არაფერს ერჩიან,უბრალოდ ურჩევენ, რომ როგორც მინისტრმა ისევ აიღოს პასუხისმგებლობა.