მართალია, მწერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მინიატურულ ბაზი, ვერც განსაკუთრებული გაბარიტებით დაიკვეხნის, ვერც სიცოცხლისუნარიანობით, მაგრამ მაინც საინტერესო და საკმაოდ დატვირთული ცხოვრებით ცხოვრობს. მეცნიერების მტკიცებით, ბაზის 300-ზე მეტი სახეობა არსებობს, რომლებიც პლანეტაზე 30 მლნ. წლის წინ გამოჩდნენ და დღევანდელი აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის და ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილში დაბინავდნენ. თუმცა, ბუსუსიანი მწერი, რომელიც ერთნაირად კომფორტულად გრძნობს თავს მთაშიც, ტყეშიც და მინდორზეც, რამდენიმე ათწლეულის წინ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც დაბინავდა.