მულტიპლიკაცია ან ანიმაცია, - ამ სახელწოდების ქვეშ ერთიანდება უმეტესად ბავშვებისთვის განკუთვნილი მოძრავი ზღაპარი, შავ-თეთრი, ფერადი, უხმო თუ ხმოვანი. მე-19 საუკუნის ბოლოდან დაწყებული მცდელობა რომ ნახატების თანმიმდევრული გადაადგილების ცვლით შექმნილიყო მოძრაობის ილუზია - წინა საუკუნეში ახალ სიმაღლეებამდე ავიდა. ზოგიერთი მულტიპლიკაციური პერსონაჟი გმირობისა და მეგობრომის მაგალითია, რომლის მიბაძვით იწყება ბავშვებისთვის პიროვნული ღირსების ჩამოყალიბება. მათთვის ხომ წარმოუდგენელია თუნდაც ერთი დღე საყვარელი გმირების გარეშე. წიგნში ამოკითხული ზღაპრის გმირის ეკრანიზაცია უემოციოდ არ ტოვებს დიდებსაც, უფრო მეტიც, ამ დარგის ინტერსი და პოპულარობა იმდენად ფართო მნიშნელობის გახდა, რომ უფროსებისთვის მულტიპლიკაცია ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.
მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.
თავად სახელწოდება მულტიპლიკაცია ლათინურია და გადიდებულ გამრავლებულს ნიშნავს. ანიმაცია კი ფრანგული სახელწოდებაა რაც გაცოცხლებულის, სულჩდგმულის შინაარსით მოედო სამყაროს.
საგულისხმოა, რომ მულტიპლიკაციაში პირველი ნაბიჯები ბევრად ადრე გადაიდგა, ვიდრე ძმები ლუმიერები გააოცებდნენ მაყურებელს მათზე მომავალი მატარებლით. პირველი აპარატები, რომლებიც გამოსახულების პროექციას უზრუნელყოფდნენ ჯადოსნური ფანარი, სტრობოსკოპის და სხვა ამდაგვარი მოწყობილობები იყო. 1832 წელს ბელგილი ფიზიკოსის - ჟოზეფ პლატოს მიერ გამოიგონილი ფენაკისტისკოპი მეცნიერის მიერ შემუშავებული დანადგარი იყო, რომელიც წრიულად დალაგებული ნახატების ბრუნვისას მოძრაობის ილუზიას ქმნიდა.
როგორც თვითონ წერდა : აპარატი მუყაოს დისკისგან არის აწყობილი რომლის ერთ მხარეს ფიგურები ხატია, და როდესაც დისკი ბრუნავს სარკის წინ - ფიგურები მოძრაობის ილუზიას ქმნიან რადგან გამუდმებით იცვლიან ფორმას და მდებარეობას. ამასთან თანმიმდევრულად არიან დალაგებული და დროის ძალიან მცირე მონაკვეთის გამო მოძროაბა იქმნება.
უკვე 2 წელიწადში ინგლისელმა მათემატიკოსმა უილიამ ჯორჯ ჰორნერმა ზოოტროპის შექმნით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მოძრავი გამოსახულების მიმართულებით.
1892 წლის 28 ოქტომბერს ფრანგი გამომგონებლის - ემილ რეინოს წარმოდგენა იქცა მულტიპლიკაციის დაბადების ათვლის წერტილად. მის მიერ შერწყმული ზოორტროპი და ჯადოსნური ფანარი ახალი გამოგონების - პრაქსინოსკოპის საფუძველი გახდა.
თუმცა ჩვენთვის ცნობილ მულტიპლიკაციამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი. ერთი კი ფაქტია, შინაარსიანი, დინამიური და მუსიკალურად გაფორმებული წარმოდგენა ეკრანზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა, ამიტომ სხვადასხვა დარგის მეცნიერებიც არ ზოგავდნენ ძალებს ჯერ კიდევ სახელწოდების გარეშე არსებული ანიმაციის პოპულარიზაციისათვის.
1908 წელს ფრანგი მხატვარ-კარიკატურისტი ემილ კოლი ცარცით ნახატ მულტფილმებს სთავაზობს მაყურებელს სახელწოდებით „ფანტასმაგორია“
1911 წლიდან ამერიკელი მხატვარ-კარიკატურისტ ვუნზორ მაკკეის- ნახატი ანიმაცია ახალ სიმაღლეზე აჰყავს და 1914 წელს ქმნის პირველ გმირს - დინოზავრი ჰენრი და ერთ-ერთ ცნობილ მულტიფლიკაციურ ნამუშევარს პატარა ნემო. ასე დაიწყო საუკუნე ამოძრავებული ნახატებით სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით და თანდათან მათი სრულყოფის შედეგად მოვიდა ანიმაციური ინდუსტრიის ახლი ეპოქის შემქმნელამდე, რომლის საინტერესო ისტორიაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, ადამიანზე, რომელმაც მულტიპლიკაციური ბრენდი შექმნა და დაუტოვა მსოფლიოს.
უოლტ დისნეი, ამერიკელი ბიზნეს მაგნატი, კინორეჟისორი, ფილანტროპი და გამხმოვანებელი. მისი მულტფილმები ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე ამიტომ მსოფლიოსთვის ცნობილია მისი ფერადი და დასამახსოვრებელი ნამუშევრები. მათი რაოდენობა კი 250 სცდება, იქნება ეს მულტსერიალები თუ სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები. მიღებული ჯილდოების მხრივ ის ითვლება ოსკარის დაჯილოების რეკორსმენად მულტიპლიკაციაში და მხოლოდ ერთი საფეხურით ჩამორჩება ზოგადად ოსკაროსნებს. მის მფლობელობაში ოსკარის 26 ფიგურაა და უამრავი სხვა საერთაშორისო პრიზი.
უოლტერი ირლანდიელი ელიასისა და გერმანელი წარმომავობის ფლორა დისნეის ოჯახში 1901 წლის 5 დეკემბერს დაიბადა. როდესაც ოთხი შვილის რჩენა შეუძლებელი გახდა გადაწყვიტეს საცხოვრებლად კანზასის შტატში, მარსელინის ფერმაში დასხლებულიყვნენ. ბავშვობიდან ხატვის ინტერესი მასში იმდენად დიდი იყო, რომ საღებავების გარეშსეც ახერხებდა ფორმების გამოყვანას თუნდაც სახლის კედელზე, თუმცა უოლტის მხატვრობით გატაცება მალე შემოსავლის წყაროდაც იქცა. პირველი ანაზღაურებული ნახატი 5 წლის ასაკში შეასრულა. 7 წლისა უკვე თავის ნახატ კომიქსებს ყიდდა. აღსანიშნავია, რომ ნახატები ყოველთვის დატვირთული იყო შინაარსით.
ბავშვობაში დილის 3 საათზე უხდებოდა ადგომა იმისათის, რომ ძმასთნ ერთად გაზეთები დაერიგებინათ. შემდგომ უკვე სასკოლო გაზეთებისა და ჟურნალების მხატვარი და ფოტოგრაფი იყო. ამას მოჰყვა ნატიფი ხელოვნების აკადემიაში სწავლა. უკვე 12 წლისამ საგაზეთო კარიკატურისტების კურსი გაიარრა, რაც მისი შემდგომი კარიერისთვის საინტერესო მონაკვეთი იყო და იქონია გავლენა მის ნაშრომებზე.
პირველი მსოფლიო ომის დროს უოლტ დისნეი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 11 თვის განმავლობაში წითელი ჯვრის სასწრაფო მანქანაზე მძღოლად მუშაობდა.
სამშობლოში დაბრუნებული საცხოვრებლად კანზას სიტიში მოეწყო. მალე გახდა მოწინავე სარეკლამო კომპანიის ხელმძღვანელი, თუმცა 1920 წლის თებერვალში უცბად შეცვალა გადაწყვეტილება და კინორეკლამის კომპანიაში უბრალო მხატვრად გადავიდა. ხატვისთვის თავი არასოდეს დაუნებებია და წლიდან წლამდე მისი ნამუშევრებიც იხვეწებოდა. რადგან მხატვრობის გარეშე მისთვის წარმოუდგენელი იყო არსებობა, მულტიპლიკაციით დაინტერესებულმა 22 წლის ასაკში დატოვა ოჯახი და რამდენიმე ნახატით, ერთი ანუმაციური ფილმითა და 40 დოლარით ჯიბეში გაემგზავრა ჰოლივუდში.
„მე გადავდიოდი სტუდიიდან სტუდიაში და იქ ვესწრებოდი ყველა სამუშაოს კადრების შერჩევიდან გადასაღებ მოედნამდე. არავის უნდოდა ჩემთან საუბარი, უყურებდნენ მამის კოსტუმში გამოწყობილ ბიჭს და მიჩვენებდნენ თითით კარისკენ. ერთადერთი საქმე რომელიც როგორც იქნა ვიშოვე იყო სტატისტის ადგილი, სხვებთან ერთად უნდა გამევლო რამდენიმე მეტრი ცხენით. მაგრამ კოკისპირული წვიმის გამო გადაღება გადაიტანეს მეორე დღეს. თუმცა როგორც შემდეგ შევიტყვე ეს სცენა საერთოდ ამოუგდიათ სცენარიდან. ეს იყო ჩემი სამსახიობო კარიერის ფინალი, რომელიც არც დაწყებულა.“
საბედნიეროდ დროებით უმუშევრობა დიდ ტრაგედიად არ ქცეულა, რადგან ლოსანჟელესის მახლობლად მის ბიძასთან ცხოვრობდა. მაგრამ ამაზე არ გაჩერებას არ გეგმავდა. მისი ძმის როის დახმარებით შეიძინა საღებავები, განთება და დაიწყო მულტფილმზე მუშაობა.
პირველი ფილმი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ნოვატორული იდეით დაიწო. მან გადაწყვიტა ანომაციაში ცოცხალი პერსონაჟი შეეყვანა. ასე აღმოჩნდა 6 წლის გოგონა მულტიპლიკაციურ სამყაროში, წამოწყებული საქმე კი ძმებმა კომპანიად აქციეს, რომელმაც 1923 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო არსებობა სახელწოდებით Disney brothers cartoon studio. ორივე ძმა ამ პატარა სივრცეში თავდაუზოგავად შრომობდა.
სულ რაღაც ნახევარ წელიწადში მათი ნამუშევრის პირველი პრეზენტაცია მოაწყვეს, რომელმაც მალე მოიპოვა მოწონება. იმისათვის, რომ მულტფილმისადმი ინტერესი გამოეწვია, დისნეი პირველ ეტაპზე ანიმაციებს თითქმის უფასოდ აქირავებდა. ცოტაოედნი თანხის გამომუშავების შემდეგ უოლტმა და როიმ გადაწყვიტეს კომპანიისთვის სახელი შეეცვალათ.
1924 წლის 16 ოქტომბერს ნიუიორკის დისტრიბუტორთან - მარგარეტ უინკლერტან გაფორმდა ხელშეკრულება. ეს დღე ითვლება ახლანდელი Walt Disney Company- ს დაარსების თარიღად. მარგარეტ უინტლერს (Winkler) ანიმაციის განმვითარებაში გარკვწეული წვლილის ქონდა შეტანილი და ამ დროისათვის უკვე რამდენიმე წარმატებული პროქეტი განხორციელებული.
მაყურებელს უნდა შევახსენო რომ წინა საუკუნის დასაწყისში, როდესაც ანიმაცია და კინემატოგრაფია ის იყო იკრეფდა ძალებს და ეძებდა ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესების გზებს მულტიპლიკაციური ფილმის შესაქმნელად დიდი ძალისხმევის ჩადება იყო აუცილებელი. უპიველესად ეს უნდა ყოფილიყო საინტერესო სიუჟეტი, ამას გარდა თავად აწყობის პროოცესი მოითხოვდა უდიდეს სიზუსტეს და მოთმინებას. რამდენიმე ათეული ნახატი, ნაშრომების მთელი სერია ზოგჯერ ხარვეზით იწარმოებოდა. უოლტიც ხშირად საკუთარ შეცდომებზე ნასწავლით ხელმძღვანელობდა, რაც მალე აქცია გამოცდილებად, რომელმაც საუკუნო სახელი მოუტანა კომპანიას.
ალიას ისტორიებს სტუდია 4 წლისა განმავკობაში უშვებდა. ამ დროისათვის უოლტის ბიძიას ფარეხში უკვე რამდენიმე დაქირავებული მხატვარიც მუშაობდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა დისნეი სრულად ანიმაციურ ფილმებზე გადართულიყო .
ალისას ანიმაციის წარმატებით ძმების შემოსავლები გაიზარდა. კომპანიას შეემატა თანამშრომლები, მათ შორის საქმეთა მმართელი ლილიან ბოუნდსი, რომელზეც 1925 წელს უოლტმა იქორწინა.
ძმებმა შეიძინეს ნაკვეთი და ააშენეს შენობა, რომელშიც შემდგომი 15 წლის განმავლობაში არსებობდა მისი სტუდია.
ახალი გმირი - ბაჭია ოსვალდი იყო. ერთ წელიწადში მისი ისტორიების 26 სერია გამოვიდა. ოსვლადის პოპულარობამაც არ დააყოვნა.თუმცა მალე აღმოჩნდა, რომ კონტრაქტში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად საავტორო უფლებები არა მას არამედ დისტრიბუტორს ეკუთვნოდა და ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი გაკვეთილი დისნეისთის, რომლითაც შემდგომ ქმნილებებზე უფლებები მხოლოდ ავტორს ჰქონოდა.
1928 წელს შეიქმნა ლეგენდარული მიკი მაუსი - მაგრამ შემდგომი ვერსიისგან, რომესაც ჩვენ ვიცნობთ პირველი ვარიანტი დიდად განსხვავდებოდა.
პირველი ორი სერია იყო მხოლოდ მუნჯი, ამის შემდეგ დაიწყო მისი გახმოვანება და სწორედ ამ ფილმმა მოუტანა კოპანიას პირველი ოსკარი და მომდევნო წარმატებებს ჩაუყარა საფუძველი. ერთმანეთის მოყოლებით გამოდიოდა ახალი მულტფილმები და ბრენდი უწინდეურად იღებდა დამსახურებულ ჯილდოებს როგორც საუკეთესო კინოკრიტიკოსებისგან, ასევე ერთგული თაყვანისმცემლებისაგან. შესაბამისად მალე გამოჩდნენ სპონსორებიც. და მათი სტუდიის ფართობიც და თანამშრომელთა რაოდენობაც მნიშვნელოვანად გაიზარდა.
1933 წელს შექმნილი სამი გოჭის მულტიპლიკაციური ვერსია განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახდა მაყურებლისთის მუსიკით, რომელიც მალე ჰიტი გახდა. ემდეგ შეიქმნა დონალდ დაკი, პლუტო, გუფი და მხიარული მელოდიები, რომელბიც ამ მულტფილმებს აფორმებდა და არა მხოლოდ ბავშვების მოწონებას იმსახურებდა.
პირველი სრულმეტრაჟიანი მუსიკალური მულტიპლიკაციური ფილმი 1937 წელს გამოჩნდა. ეს იყო ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით შექმნილი ანიმაცია - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“. მულტფილმის გადასაღებად 2 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. იმ დროისათვის ეს წარმოუდგენლად დიდი თანხა იყო. კომპანიისა და თავად ძმების სრული დანაზოგი ჩაიდო. როი ცდილობდა გადეფიქრებინა ძმა. თუმცა მულტფილმი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ ძალიან მალე დაიბრუნეს ჩადებული თანხა. ამასთან, დაიდო ხელშეკრულება Columbia Pictures- და Uniteted Artist თან. კომპანიამ ახალი, უფრო ამბიციური გეგმების განხორციელებაზე დაიწყო ფიქრი.
1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, რამაც რა თქმა უნდა თავისი გავლენა იქონია ხელოვნებაზეც. თანამშრომელთა დიდი ნაწილი ომში გაიწვიეს, თუმცა რთული სიტუაციის ფონზე უოლტერი არ წყვეტდა მუშაობას ახლ ფილმებზე, თავდაუზოგავად შრომობდა თითქმის დასვენების გარეშე. სწორედ ომის პერიოდში გამოვიდა ფილმები: პინოქიო, ფანტაზია, დამბო და ბემბი. თუმცა ამ მულტფილმებმა იმ პერიოდში ვერ მოახერხეს ისეთი მოგების მოტანა როგორც ფიფქიამ.
"მე არ ვქმნი ფილმებს მხოლოდ ფულის საშოვნელად, მე გამოვიმუშავებ თანხას იმისათვის რომ შევქმნა ახალი ფილმები".
შესაძლოა ეს აზრი ბავშვობის ნატვრა იყო, არის მოსაზრება რომ ამ იდეამდე ცოტა მოგვაინებით მივიდა, თუმცა ერთი ნათელია რომ წამოწყებული საქმე ერთდროულად შემოქმედბითიც იყო და როგორც ბიზნესი მისი გაფართოების ახალი ფორმის შემუშავებაზე დაიწყო ფიქრი და მალე საკუთარი გასართობი პარკის იდეით შეპყრობილი შეუდგა ჩანაფიქრის განხორციელება. მალევე იპოვა ინვესტორი ტელეარხ ABC-ს სახით და ხალხიც მოიძია სამუშაოს დასაწყებად. დისნეილენდი და მისი ინტერვიუ1955 წლის 17 ივლისს გაიხსნა პირველი დისნეილენდი კალიფორნიის შტატში ქალაქ ანხაინში. მის მშენებლობაში დაიხარჯა 17 მილიონი დოლარი. ძალიან მალე დაბანდება მოგებით გაათმაგდა.
არსებობის 25 წლის მანძილზე პარკის მნახველთა როცხვმა 200 მილიოს გადაჭარბა. გახსნაზე 28 ათასი მნახველი იყო მოსული. და 90 მილიონმა ტელემაყურებელმა შეძლო პირდაპირ ეთერში ამ მოვლენისთვის ედევნებინათ თვალი. გახსნის ცერემონია
პირველი დისნეილენდის გახსნის ცერემონიალს ტელევიზიით უძღვებოდა აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი. ეს იყო უნიკალური და ორიგინალური პარკი, რომლის ძირიტადი იდეა იყო უოლტ დისნეის ზღაპრული სამყარის რეალურ სივრცეში გადმოტანა. ამასთან ამ ყველაფერს დამატებოდა სხვადასხვანნაირი და მრავალფეროვანი ტექნიკური ტრიუკები რომლებიც შეუქმნიდნენ სტუმრებს ილუზიას. ეს უნდა ყოფილიყო გასართობი პარკი მთელი ოჯახისთვის და დიდი ყურადღება ექცეოდა უსაფრთხოებას და სისუფთავეს. იმ დროისათვის ეს უნიკალური ადგილი სივრცე იყო, რომლის მსგავსი არ არსებობდა არსად. კონტრაქტის შესაბამისად ტელეარხ ABC-ზე ჩაეშვა სატელევიზიო გადაცემა დისნეილებდი, რომლის დახმარებით არხის პოპულარობა საოცარი სისწრაფით გაიზარდა. თავის მხრივ არხიც მნიშვნელოვან დაბანდებებს აკეთებდა დისნეილენდის განვითარებაში.
შემდეგი სერიოზული პროექტი კალიფორნიის ინსტიტიუტის გახსნა იყო. 1961 წელს ლოს ანჟელესთან ახლოს დისნეიმ დააფუძნა სახელოვნებო სასწავლებელი სადაც ისწავლებოდა მუსიკა, მხატვრობა, თეატრი, სკულპტურა, კინემატოგრაფია და მოდა. სწავლის მსურველთა შერჩევა ხდებოდა ნიჭიერებისა და შესაძლებლობების მიხედვით. დისნეის ახსოვდა ბავშვობის გამოცდილება, რომელმაც ამ წარმატებამდე მოიყვანა და ახლა საშუალებას აძლევდა სხვებს მიეღოთ შესაბამისი განათლება.
1963 წელს შეუდგა ახალი, კიდევ უფრო ამბიციური გეგმის განხორციელებას X პროექტის სახელით. თავისი ხალხის დახმარებით შეარჩეია მიწის შეასფერისი ნაკვეთი ფლორიდაში და ნაწილ-ნაწილ ყიდულობდა გამოგონილი კომპანიების სახლს ამოფარებული უზარმაზარ ფართობს. ასეთი ხრიკი იმისაის იყო საჭირო რომ მიწის მფლობელებისგან აღებული ნაკვეთი არ დაჯდომოდა ძვირი. საბოლოო ჯამში 2 მანჰეტენის მოცულობის ნაკვეთი გახდა დისნეის კომპანიის მფლობელობაში და დაიწყო ახალი პარკის მშნებლობა რომელსაც შეერქვა The Walt Disney World”. მეორე გასართობ სივრცესე ყოლტ დისნეი უკვე 50 მ ილიონ დოლარს დებს. მეორე დისნეილენდი 1971 წელს უოლლტის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა.
ის 1966 წელს 65 წლის ასაკში ფილტვების სიმსივნით გარდაიცვალა და დატოვა ათობით განუხორციელებილი ედეა, რომელიც თვითინ ვერ მოასწრო, თუმცა მათი რეალიზება კომპანიის ახალმა მმართველებმა გადიბარეს.
კომპანიის ლიდერის გარდაცვალების შემდეგ საქმეები უკვე ვეღარ მიდიოდა ისე კარგად, როგორც მანამდე. დირექტორის ადგილი მისმა ძმამ როიმ დაიკავა, მაგრამ ასაკის გამო ის ვერ უმკლავდებოდა ამდენ საქმეს ერთად რადგან კომპანიასთან ერთად ის თვალყურს ადევნებდა ახალი დისნეილენდის მშენებლობას ორლანდოში. მისი გახსნის შემდეგ 3 თვეში როიც გარდაიცვალა.
კომპანიის სრულუფლებიანი ხელმძღვანელობა Card Walker-ის, Don Tatum-ის და Ron Miller-ის ხელში გადავიდა. მათი კანდიდატურა ჯერ კიდევ უოლტ დისნეის სიცოცხლეშვე განიხილებოდა.
ერთობლივი შრომით კომპანიის განვითარება საოცარი ტემპებით წავიდა წინ. ახალ მულტფილმებთან ერთად გაიხსნა ოჯახის დასასვენებელი ახალი ცენტრები, გასართობი პარკები, მალე გამოჩნდა პირველი ჰოლივუდური სტუდიები, მათ მოჰყვა ცხოველთა სამეფო ორალნდოში. კიდევ 20 წლის განმავლობაში ახალი ხელმძღვანელები განაგრძობდნენ დისნეის იდეეების განხორციელებას.
თუმცა რა თქმა უნდა არც კრიზისების გარეშე ჩაუვლია კომპანიის არსებობას. ითვლება რომ სულ ორჯერ განიცადა ვარდნა. პირველი - უოლტის გარდაცვალებას მოჰყვა, მეორე კი მთელი 5 წლის მანძილზე გრძელდებოდა 2000 დან 2005 წლამდე. ამ პერიოდში ახლი დირქეტორი გახდა მაიკლ აისნერი.
მის მიერ დაბანდბულმა თანხებმა რამდენიმე ფილმში მხლოდ გააუარესა არსებული სიტუაცია. ერთადერთ წარმატებულ პროექტად მისი მმართველობის დროს „კარიბის ზღვის მეკობრეები“ ითვლება. 2003 წელს საკასო 300 მილიონი დოლარი იყო.
2006-ში დირექტორის ადგილი დაიკავა ბობ აიგერმა, რომელმაც შეძლო გაეზარდა კომპნიის კაპიტალი 2 წელიწადში. მან არა მხოლოდ გამოისყიდა უფლება რამდენიმე პერსონაჟზე, აგრეთვე შეიერთა დიდი კომპანიებიც : Pixar, Marvel Comix da Lucasfilm. მილიონობით ფანატი გულგახეთქილი შესცქეროდა რომ დისნეის კომპანია გააფუჭებდა ყველაფერს რაც შეისყიდა თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ასევე დისნეიმ შეისყიდა კომპანია fox-ის და National Geographic –is აქციების ნაწილი Netflix-ისთვის შესაფერისი კონკურენციის გასაწევად.
2020 წლის თებერვლიდან კორპორაციის პრეზიდენტობა ბობ ჩაპეკს გადაეცა, რომელიც 26 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე.
უკვე 2013 წლისთვის დისნეის მფლობელობაში არსებული ყველა ბრენდის საერთო ღირებულება 122 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა.
ამ დროისთის კომპანიის მფლობელობაშია 12 გასართობი პარკი, მრავლობით აკვაპარკი, მედიაქსელები, საბავშვო ტელევიზიები: Disney Channel, Disney XD, Disney Junior. ასეობით მულტიპლიკაციური და კინო ფილმი და რათქმა უნდა რამდენიმე ათეული მსოფლიოში სახელგანთქმული მულტფილმის პერსონაჟი. 1997 წელს კომპანიამ ბაგამის კუნძული გორდა-კეი იქირავა 99 წლით სადაც თემატური პარკი გახსნა. დისნეის ინდუსტრია დღეს მილიარდობნით დოლარს ითვლის და ყველა ვისაც მასთან კავშირი აქვს ყოველდღიურად საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კომპანიის განვითარების საქმეში.
2020 წლის დასაწყისში დისნეი აერთიანებს 9 სტუდიას, მათ შორის:
Walt Disney PicturesWalt Disney Animation StudiosDisneynaturePixarMarvel StudiosLucasfilm20th Century StudiosSearchlight Pictures20th Century Animation2 კინო გაქირავებას და 4 მულტიპლიკაციურ გამოცემას რომელთა საერთო ფასი 2019 წლისთვის 260 მილარ დოლარი იყო. Walt Disney Co - ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სიაშია დღემდე და რა თქმა უნდა პერიოდულად ხვდება სხვადასხვა სკანდალებშიც.
2020 წლისთვის კომპანიის მოგებულ პრიზთა რაოდენობა 127 შეადგენდა. მხოლოდ ოსკარის 59 ნომინაციიდან 22 მოგებული აქვს სხვადასხვა ნომინაციაში, რითაც რეკორდსმენია ოსკაროსნებს შორის.
უოლტის ფრთიანი ფრაზა“ საუკეთესო გზა საქმის გასაკეთებლად არის მორჩე საუბარს და დაიწყო საქმე“
1968 წელს დისნეის გარდაცვალების შემდეგ ის დაჯილდოვდა აშშ-ის უმაღლესი ჯილდოთი „კონგრესის ოქროს მედლით“
2021 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება უოლტ დისნეის კურორტის 50 წლის იუბილე
დისნეიზე ბიოგრაფიული ფილმია გადაღებული „მისტერ ბენკსისი გადარჩენა“ ტომ ჰენკსის მონაწილეობით და დოკუმენტური პროქეტი სახელწოდებით „უოლტ დისნეი“
საუბრობენ იმაზეც, რომ მულტიპლიკატორი კრიოგენულ; კამერაში გაყინეს, თუმცა მისი ნეშთი დასაფლავებულია ფორესტ ლაუნში. რომელი ვერსია შეესსაბამება სინამდვილეს - მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მთავარია, რომ თაობები აგრძელებენ ამ ბრენდის მიერ შექმნილი პროდუქტით საზრდოობას. მანამდე შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ დისნეის მიერ შექმნილ კლასიკად ქცეულ ფილმებს ან დაელოდოთ ახალ საინტერესო ფილმებსა და მულტფილმებს ლოგოთი Walt Disney Company.