უკრაინელი დეპუტატი - რადასთან ერთ-ერთ კარავში ნაპოვნია მიხეილ სააკაშვილის ტახტი უკრაინის პარლამენტის შენობასთან გაშლილი "კარვების ქალაქის" დემონტაჟის დროს სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის "სამეფო ტახტი" აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინელმა დეპუტატმა, შსს-ს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშჩენკომ დაწერა."უკრაინის პარლამენტთან ერთ-ერთ კარავში ნაპოვნია მიხეილ სააკაშვილის ტახტი, რომელიც ტელესერიალ "სამეფო კარის თამაშებში" გამოყენებული ტახტის მიბაძვით არის შექმნილი", - წერს დეპუტატი და ამის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.შეგახსენებთ, რომ დღეს დილით უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ "კარვების ქალაქის" დაშლა დაიწყო, რასაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოყვა.