შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი - ამავე დაწესებულების მენეჯერი დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მანამდე პოლიციამ ამავე საქმეზე ბარის დაცვის ორი თანამშრომელი დააკავა.