ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის გამჭვირვალობისთვის ახალი რეფორმა წარადგინა. ახალი რეფორმის მიზანია სავალუტო ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, ბანკთაშორის ბაზარზე არასაბანკო მონაწილეებისათვის წვდომის გაადვილება, ლიკვიდობის ზრდა და უფრო მეტი გამჭვირვალობა.
რეფორმა ორ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება: გლობალური სავალუტო კოდექსი და ბლუმბერგის ახალი სავაჭრო პლატფორმის - Bmatch ამოქმედება.
სავალუტო ბაზრის წესი და ახალი პლატფორმა 2020 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მანამდე კი ბანკებს ექნებათ დრო შესაბამისი ინფრასტრუქტურის გასამართად, ხოლო კომპანიებს შეეძლებათ მომსახურებაზე ხელშეკრულება ერთ ან რამდენიმე ბანკთან გააფორმონ