ეროვნულმა ბანკმა 25 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3 ლარი და 45 შეადგინა. შეგახსენებთ, რომ სებ-მა აუქციონზე მარტში 60 მილიონი ამერიკული დოლარი უკვე გაყიდა. კერძოდ, 19 მარტის აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა - 40 მილიონი; ხოლო 13 მარტს - 20 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა.