საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - 7 პროცენტზე დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ცნობით, 2017 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 31 574 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულია. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ. ორგანიზაციის ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა 875-ით გაიზარდა. 31 ათას 574 ხელშეკრულებიდან 15 ათას 167 სამომხმარებლო სესხია. 11 ათას 381 ოპოთეკური სესხი, 3 ათას 102 კი ბიზნეს სესხი.