საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს განკარგულებით, საბროკერო კომპანია "ლ.ა. ინვესტს" საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა. სებ-ის ინფორმაციით, ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული კომპანიის ადგილზე შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების შედეგად მიიღო.