კომერციული ბანკებისთვის ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი დამტკიცდა. კოდექსის მიზანია საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრება, რაც საბანკო სექტორისა და ბანკირის პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებას, საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.
სებ-ის ცნობით, კოდექსით ეთიკის ის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტებია განსაზღვრული, რომლებსაც კოდექსის მოქმედების სფეროში ჩართული პირები პროფესიული საქმიანობისას უნდა იცავდნენ.