ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ივლისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, გამოკვეთილი საგარეო რისკების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა 2019-2020 წლების რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა.
ამასთან, სებ-ის განახლებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა პოტენციური დონიდან, რომელიც მიმდინარე შეფასებით 1%-ის ფარგლებშია, მოკლევადიან პერიოდში მცირედით გაღრმავდება.