ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 4 იანვარს გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 15 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2 ლარი და 67 თეთრი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ეს წელს 1-ლი შესყიდვაა. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვების დაგროვებისკენ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მოუწოდებს და მათი შეფასებით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ცნობისთვის გასულ წელს სებ-მა ჯამში, 197 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი შეისყიდა.