ეროვნულმა ბანკმა 19 დეკემბერს, სავალუტო აუქციონზე 15 მილიონი დოლარი შეიძინა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2 ლარი და 66 თეთრი შეადგინა.ცნობისთვის, მიმდინარე წელს 1-ლი შესყიდვა ეროვნულმა ბანკმა აპრილში განახორციელა და აპრილიდან დღემდე სავალუტო ინტერვენციების შედეგად ბაზრიდან 177 მილიონ 500 ათასი დოლარი ამოიღო. მარტო დეკემბერში კი სებ-მა სავალუტო ინტერვენცია 4-ჯერ განახორციელა და მთლიანად 45 მილიონი დოლარი შეისყიდა.