საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი იყიდა. შესყიდვა სებ-მა 2018 წლის 16 ნოემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე განახორციელა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სებ-მა სავალუტო ინტერვენცია მეორედ განახორციელა. კერძოდ, 2018 წლის 9 ნოემბერიდან დღეის ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან სულ 20 მილიონი დოლარი ამოიღო.