ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2 ლარი და 66 თეთრი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ეს წელს უკვე მე-2 შესყიდვაა და ჯამში, მიმდინარე თვეში სებ-მა უკვე 25 მლნ დოლარი ამოიღო ბაზრიდან. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვების დაგროვებისკენ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მოუწოდებს და მათი შეფასებით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.
ცნობისთვის გასულ წელს სებ-მა ჯამში, 197 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი შეისყიდა.