ეროვნული სატყეო სააგენტო, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ოზურგეთში, სოფელ მთისპირში მიმდინარე სამუშაოებს მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. გზების რეაბილიტაცია ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს შეუწყობს ხელს. აგრეთვე, მოსახლეობას სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა გაუადვილდება. მიმდინარე სამუშაოების შედეგად ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყისმოვლა-აღდგენის და ხანძართან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა გაუმჯობესდება.