ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული/ფილარმონიული ორკესტრი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას მიმართავს. მიმართვა სხვადასხვა ტელეკომპანიებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის მიხედვითაც ქონების მართვის სააგენტომ თბილისის საკონცერტო დარბაზის ამჟამინდელ მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული/ფილარმონიული ორკესტრი კონცერტებს ვერ მართავს და მოლოდინის რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას. ეროვნული ორკესტრი საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავს, დაჩქარებული წესით განიხილონ მათი წინადადება და ასწლოვანი ისტორიის მქონე კოლექტივს დაუბრუნონ თბილისის ფილარმონია.