საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი თვითიზოლაციის შესამსუბუქებლად ქართველ მაყურებლებს ახალ წამოწყებას სთავაზობს: ქართველი რეჟისორების ფილმები ინტერნეტსივრცეში განთავსდება და მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. კინოცენტრი თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეტაპობრივად გამოაქვეყნებს სხვადასხვა ფილმის ონლაინ პრემიერის თარიღს მათ შორისაა გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ნამუშევარი ღორი და ლაშა ცქვიტინიძის მე ვარ ბესო.