ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება - Palitra News

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

2021-03-01 09:05:52+04:00

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის თვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge.

გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.