07:36
23 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა 30 აპრილამდე გადაიდო
26-03-2020

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა ერთიანი საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თუ აპლიკანტს გამოცდის დროს სპეციალური პირობებისა და საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროება და მან რეგისტრაციისას მონიშნა შესაბამისი გრაფა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინოს.

განათლების სამინისტროს განცხადებით, ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს.

AutoPlay
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი ბაღდათის რაიონში ადგილობრივებს შეხვდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
დაცვის მხარე ტაჯიკეთის მოქალაქეების გატაცებაში ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აჭარაში არსებულ კოვიდსიტუაციას ადგილზე ეცნობა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ესპანეთი კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის ვადას 14-დან 10 დღემდე ამცირებს
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები