37 წელიც რომ დაბრუნდეს, ბერიაც რომ დაბრუნდეს და მანქანის ფარების შუქზე დახვრეტა ისევ იყოს, ვერ გამაჩერებენ - ამ განცხადებას „ეროვნული ერთობის“ ლიდერი გიორგი ჭელიძე აკეთებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გუშინ წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.ამბობს რომ მისი ერთადერთი დანაშაული ქვეყნის სიყვარულია და ამის გამო ტანჯავენ. როგორცპროცესზე აღნიშნა, მისი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა და საზოგადოებას ამ ორგანიზაციის იდეოლოგია გააცნო.