შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრი გიორგი ჭელიძე დააკავა.გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო.პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაიწყო ,რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.