ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა.სებ-ის ინფორმაციით, პარლამენტმა პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 7 წლის ვადით, 2018 წლის 13 დეკემბერს აირჩია. ცნობისთვის, ამ დრომდე პაპუნა ლეჟავა ვაშინგტონში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში მუშაობდა; მანამდე 2013-2015 წლებში იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის, აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი; 2010-2013 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.