ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი 40 მილიონი ამერიკული დოლარიდან აუქციონზე 32 მილიონ 800 ათასი დოლარი გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2 ლარი და 92 თეთრი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებისთვის, სებ-მა სავალუტო ინტერვნციების დაწყება და აუქციონზე 40 მილიონი დოლარის გაყიდვა გუშინ დაანონსა.