22:26
26 ოქტომბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ისევ შემცირდა
02-09-2021

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ისევ შემცირდა, კერძოდ, 45,7 მლნ აშშ დოლარით. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ქვეყანაში 3,918 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ივლისში აღნიშნული მაჩვენებელი 3,872 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საერთაშორისო რეზერვებზე კლების მიმართულებით, ძირითადად მთავრობის სავალუტო ხარჯებმა იმოქმედა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს ყველაზე დიდი მოცულობით საერთაშორისო რეზერვი მაისში ჰქონდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი სავარაუდოდ, მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალია, რომელსაც ეროვნული ბანკი რეზერვის სახით ინახავს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები