ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ობლიგაციებზე და ფასიან კორპორატიულ ქაღალდებთან დაკავშირებითაც იმსჯელეს. საუბარი შეეხო საბანკო რეგულაციების გადახედვის საკითხსაც. ბიზნესმენების თქმით, რეგულაციები კონკრეტულად საცალო და იპოთეკური სესხების გაცემის მიმართულებით უნდა გადაიხედოს, რადგან სამშენებლო კომპანიებისა და ტექნიკის მარაზიების შემოსავლებზე საბანკო რეგულაციები განსაკუთრებით მძიმედ აისახა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით რეგულაციების გადახედვაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია, რადგან რეალური სურათის დანახვას დრო სჭირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ კრედიტის მიღება არ უნდა შეიზღუდოს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის.