ექსპერტი გია ხუხაშვილი ეროვნული ბანკის მოთხოვნას მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე სასაცილოს უწოდებს. როგორც ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, გაუგებარია ის გამოძიება, რომელსაც პროკურატურა 11 წლის განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით აწარმოებს. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურისა და ეროვნული ბანკის ასეთი ქმედებებით, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე ემუქრება.