ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს.
როგორც "პალიტრანიუსს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება. შემდგომი სხდომა, განრიგის შესაბამისად, 23 ოქტომბერს გაიმართება.