ველოდებით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით გამოწვეული არ არის. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ - ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე.