11 აპრილიდან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის ორგანიზება ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. ამასთან, სებ-ის ცნობით, მსგავსი საქმიანობის უფლება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს აქვთ.გამომდინარე იქიდან, რომ ფორექს პლატფორმაზე ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სპეციფიურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, რომ საშუამავლო საქმიანობისთვის მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით ისარგებლონ. სებ-ის ცნობით, 2018 წლის 26 ოქტომბრისთვის საბროკერო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება 9 კომპანიას აქვს.