პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან, დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გიორგი გახარია პროგნოზირებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 6 თვის შემდეგ შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას. მისივე თქმით „მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება მთავრობის პოზიციაა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.