ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორების ინტერესების დაცვის, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული შესაძლო რისკების თავიდან არიდებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების რეგულირების წესს განუმარტავს.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, ინვესტიციის განხორციელებამდე ემისიის პროსპექტს გაეცნონ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართონ.
ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და მათი მიყიდვა საცალო ინვესტორებისთვის, სპეციალური დოკუმენტის - ემისიის პროსპექტის - მომზადებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი დამტკიცების გარეშე აკრძალულია.