საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს. როგორც "ეროვნული ბანკის" განცხადებაშია ნათქვამი, ის კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნესსაქმიანობაში აბანდებენ, რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა "ფინანსური პირამიდის" ნიშნებსაც ატარებს.