საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის მიზეზად, ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების შედეგად არსებულ ინფლაცუირ მოლოდინებს ასახელებს.
როგორც სების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი კომიტეტის 4 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე.
ამასთან, დღევანდელი სხდომა რიგგარეშე ჩაინიშნა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 23 ოქტომბერს ჩატარდება.